გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პოლონეთის მთავრობის სახაზინო ფონდმა ბოლნისის მუნიციპალიტეტს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური საშუალებები გადასცა

9-05-2020

პოლონეთის მთავრობის სახაზინო ფონდმა „სოლიდარობის ფონდი PL საქართველო“, კორონა ვირუსის პანდემიის დროს, ბოლნისის მუნიციპალიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა. ფონდმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით, მუნიციპალიტეტს, მოხალისეებისა და მეწარმეებისთვის, სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკები, შესაწამლი მანქანები და მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები გადასცა.

სპეციალური დაცვის საშუალებები ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანს, მარნეულის ბლოკპოსტთან „სოლიდარობის ფონდის PL საქართველოს“ დირექტორმა იუსტინა კუცუკიმ გადასცა.