გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რუსლან აბაშიძე: ევროპის დღეს ვულოცავ მთელ საზოგადოებას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომლებმაც სიცოცხლის რისკის ფასად მშვიდობიანი და უსაფრთხო სამყარო უზრუნველყვეს

9-05-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

„საქართველო შეუქცავადად ადგას ევროპული განვითარების გზას და ერთგულია იმ ევროპული ღირებულებების, როგორიც არის ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა. დღეს, საქართველო, ისე როგორც არასდროს არის ახლოს ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ევროპის დღე მინდა მივულოცო მთელ საზოგადოებას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომელთაც თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად მომავალი თაობებისთვის უზრუნველყვეს მშვიდობიან და უსაფრთხო სამყაროში ცხოვრება“,- განაცხადა რუსლან აბაშიძემ.