გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სად არის და რას საქმიანობს ამჟამად ვერა ქობალია

9-05-2020

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც ქალაქ ახალი ვესტმინსტერის მერიაში მრჩევლად მუშაობს.

 

ამის შესახებ ინფორმაციას BM.ge ავრცელებს და იქვე აქვეყნებს ინტერვიუს ვერა ქობალიასთან.

 

ახალი ვესტმინსტერის მერიაში მისი ძირითადი ფუნქცია ინვესტიციების მოზიდვა, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაა.

 

გარდა ამისა, 2018 წლიდან ის Sandstorm-ის დირექტორია.

 

Sandstorm იმ კომპანიებს აფინანსებს, რომლებიც ოქროს მოძიების პროცესში კაპიტალს ეძებენ. პარალელურად, საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი თანამშრომლობს დიდი ბრიტანეთი, ავსტრალიის, აზიის რამდენიმე ქვეყნის მთავრობებთან და ასევე, კერძო კომპანიებთან.

 

„სამწუხაროდ, ბევრად უფრო დიდ კრიზისს ვუყურებთ, ვიდრე ეს იყო 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისი და ალბათ, უფრო შეგვიძლია შევადაროთ საუკუნის დასაწყისის კრიზისს.

 

დღეს, აშშ-ში, კანადაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და ითხოვენ უმუშევრობის კომპენსაციას, ასტრონომიული მონაცემებია.

 

ალბათ ბევრად რთულია ეს მაჩვენებლები დავითვალოთ განვითარებად ქვეყნებში, რადგან იქ ისედაც ბევრი ადამიანი არ მუშაობს სრული დატვირთვით, ბევრი სხვა მიზეზის გამო.

 

ასევე, კრიზისი იქნება იმის გამო, რომ ჩვენ მოგვიწევს სრულიად შეცვლა ქცევის მოდელების, რასაც ვართ მიჩვეული; ასევე, იმ სავაჭრო ჯაჭვების, რაზეც ვიყავით აწყობილი და ამას, რა თქმა უნდა, დასჭირდება დიდი კაპიტალი და სანამ ამ ახალ გზებზე გადავალთ, ყველას გაუჭირდება.

 

ზუსტად ამიტომაა საჭირო, რომ ახლა სახელმწიფომ ითამაშოს სწორი როლი და სტიმულირება მოახდინოს ბიზნესის და კერძო სექტორის.

 

საბანკო სექტორმა, ეროვნულმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთი, პრაქტიკულად, ნულამდე დაწიეს და აქაც (კანადაში) ვესაუბრებოდი ერთ-ერთი ბანკის ხელმძღვანელს, რომელიც ამბობდა, რომ კაპიტალი არსად გამქრალა, ის აქ არის და ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ახლა, რომ რაც შეიძლება მეტად დავაკრედიტოთ ეკონომიკა…

 

აქ (კანადაში) და ამერიკაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ძალიან შემცირდა და ასეთი ნაბიჯებია მნიშვნელოვნი, რომ ის კრიზისი, რომელზეც ვლაპარაკობთ, მძიმედ არ გადავიტანოთ, როგორც ახლა ვხედავთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა კრიზისს აქვს დადებითი მხარეებიც და თუ შევძლებთ ამ მომენტის გამოყენებას, რომ პოზიტიურად შევხედოთ მომავალს, დავიჭიროთ სწორი მომენტები, კარგი იქნებოდა“, – ამბობს ვერა ქობალია BM.ge-თან ინტერვიუში.

პრაიმტაიმი