გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 64 აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს

10-05-2020

საქართველოში რეგისტრირებული 90 აგრარული ბაზრიდან, 10 მაისის მონაცემებით, 64 უკვე გაიხსნა. დღეისათვის, საკვანძო ადგილებში არსებული აგრარული ბაზრები, ყველა რეგიონში ფუნქციონირებს, დარჩენილი ბაზრების უმეტესობა სეზონურია და შესაბამისად განაახლებს საქმიანობას.

აგრარული ბაზრების გახსნას წინ უძღოდა მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც ბაზრების ადმინისტრაციამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებითა და ზედამხედველობით განახორციელა. საბითუმო და საცალო ვაჭრობის ობიექტებში ჩატარდა მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოები, მოხდა ძველი დახლების დემონტაჟი და ნარჩენების გატანა, დამონტაჟდა დეზობარიერები და ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, კონტროლდება პერსონალის და მომხმარებლის დამცავი საშუალებებით აღჭურვა და სოციალური დისტანციის დაცვა.

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების წესების და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებით, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს. აგრეთვე, სააგენტოს ზედამხედველობით, რამდენიმე აგრარულ ბაზარაში სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს.