10-05-2020
როდესაც მაქვს მოხსენება ვიწყებ მედეათი და კოლხეთით. ძირი ყოველთვის ძალიან მაგარია”-ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.
” ძალიან გული მწყდება ყოველთვის, როცა საერთაშორისო კონფერენციაზე დავდივარ, საქართველოს მედიცინა წინა პლანზე არ დგას. ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი, კარგი, განათლებული ექიმი ყავს და ვოცნებობ, რომ ჩემი ქვეყანა მოწინავე რიგებში იდგეს მედიცინაში, რადგან ეს ქვეყანა ამას იმსახურებს, პირველ რიგში წარსულით. როდესაც მაქვს მოხსენება ვიწყებ მედეათი და კოლხეთით. ძირი ყოველთვის ძალიან მაგარია.
ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დარგში პირველი გამოჩნდეს. ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.