გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვლადიმირ ზელენსკი: სააკაშვილისგან მაინტერესებს უკრაინის საპენსიო რეფორმის საკითხებიც

10-05-2020

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი  უახლოეს თვეებში ელოდება პირველ პოზიტიურ შედეგებს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მისი დანიშვნის შემდეგ. კერძოდ, იგი დაინტერესებულია სააკაშვილის დახმარებით საპენსიო სისტემის რეფორმირების საკითხებით. ამის შესახებ მან მან ბრიფინგზე განაცხადა.

“მე არ ველოდები შედეგებს სააკაშვილის დანიშვნის მეორე დღესვე, მაგრამ ველოდები უახლოეს თვეებში და ეს უნდა მოხდეს. ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. მან თქვა, რომ მან ახალი ადამიანები დაასაქმა საბაჟოზე, შემდეგ კი ყველა გაუშვა. რაღაც დროის შემდეგ ისევ ახალი ხალხი დანიშნა – და შემდეგ კვლავ მოუწია მათი გაშვება. საბაჟო რეფორმა ასეთი რთული საქმეა. მე ნამდვილად მსურს, რომ მან მიხედოს ამ საკითხს.” – თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოში პრეზიდენტობის დროს შეძლო კორუფციის დამარცხება და თანამედროვე საბაჟო სისტემის დანერგვა.

“მეორე მომენტი ის არის, რომ მას აქვს საკმაოდ ძლიერი საინვესტიციო კავშირები ბევრ ქვეყანასთან. როდესაც მათ ააშენეს ბათუმი, ეს იყო სხვადასხვა ინვესტორების მოზიდვა, შემდეგ მათ დიდი სასტუმრო ქსელები ააშენეს. მას აქვს გამოცდილება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

7 მაისს ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, რის შედეგადაც, სააკაშვილს შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს მინისტრთა კაბინეტის შეხვედრებში.

ipress