გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ვოლსკი: ამ ზღაპრის ალბათ მცირეწლოვანებსაც არ სჯერათ

10-05-2020

"ურთიერთობის და თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც ჩვენსა და ბრიტანეთს და ზოგადად, დასავლეთის სპეცსამსახურებს გააჩნიათ, არ ტოვებს არანაირ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არის რამე განსხვავებული სტრატეგია ან რამე თემები მიმდინარეობს ისეთი, რაზეც ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს გაცვლილი“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გამოცემა „დეილი მეილი“ შემჩნეულია ასეთი ინფორმაციების გავრცელებაში, სადაც ისინი ყვებიან, რომ არსებობს ჰაკერთა ჯგუფი, რომელმაც ბრიტანული ლაბორატორიიდან მოიპარა ვაქცინის ფორმულა და რომ ეს ჯგუფი საქართველოში მდებარეობს თან თითქოს ის არის ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული. ისინი ასევე, ამბობენ, რომ ეს ჯგუფი მოპარული ვაქცინის ფორმულის უკან დაბრუნებაზე ევაჭრება და თუ მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაუხდიან ან თუ კარგად ივაჭრებენ, შესაძლოა ნაკლებადაც დააბრუნონ ვაქცინა.

„ეს არის ისეთი ზღაპარი, რომლისაც ალბათ მცირეწლოვანებსაც არ სჯერათ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს თანამშრომლობის ის უპრეცენდენტო ხარისხი, განსაკუთრებით ამ კიბერუსაფრთხოების თემებში, ჩვენს სტრუქტურებსა და დასავლურ მათ შორის, ბრიტანულ სტრუქტურებს შორის სადაც, არ რჩება დამატებითი შეკითხვა. ის ტაშ-ფანდური, რაც ნაციონალურ მოძრაობაშია ატეხილი, მიუთითებს იმას, რომ მათ გამოეცალათ ყველანაირი საფუძველი და ბოლო ხავსს ეკიდებიან, რათა ხალხი დააჯერონ იმაში რაც არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​