ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
ბათუმი - ახალციხის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

10-05-2020

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი, რომელიც მეწყერის გამო ჩაკეტილი იყო,  გაიხსნა.

ამ ეტაპზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად უკვე შესაძლებელია, თუმცა სამუშაოები გრძელდება, რათა მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგეს.

გზის დაზიანებულ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

მეწყრული პროცესი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში გვიან ღამით განვითარდა. გზაზე დიდი ზომის ლოდები ჩამოწვა და საჭირო გახდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელება. საქართველოს გზების დეპარტამენტი სამუშაოებს მთელი დღის განმვალობაში ახორციელებდა.

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე მეწყერი გუშინ გვიან ღამით ჩამოწვა. შედეგად მოძრაობა სრულიად იყო შეწყვეტილი მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით.