გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კახა კალაძე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნაშია

11-05-2020

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის სრულ მზადყოფნაში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძე ამბობს, თუ საარჩევნო ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, ეს მათი პასუხისმგებლობაა და არჩევნები ძველი სისტემით ჩატარდება.

„რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არის სრულ მზადყოფნაში, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს, არის სრული მობილიზება, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს.

თუ ამას ოპოზიცია ჩააგდებს, ეს, რა თქმა უნდა, იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ საარჩევნო სისტემით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ტარდებოდა ქვეყანაში“,- განაცხადა კალაძემ.