ორშაბათი, ივნისი 23, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
აფხაზეთის უნივერსიტეტის რექტორი: გალელი აბიტურიენტებისთვის სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ

20-02-2018

„აფხაზეთის უნივერსიტეტის დიპლომის მიღება შეუძლია ნებისმიერ აბიტურიენტს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას მოქალაქეობა, ცხოვრობს გალის, თუ სხვა რომელიმე რაიონში“, - ამის შესახებ „აბხაზია ინფორმს“ უმაღლესი სასწავლებლის პრორექტორმა ვიქტორ მალანძიამ განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აფხაზეთის უნივერსიტეტმა “გალის რაიონიდან სახელმწიფოს დაკვეთით “80 აბიტურიენტი მიიღო. „ჩვენ ვმუშაობთ გალის ადმინისტრაციასთან და ვცდილობთ წინასწარ შევხვდეთ აბიტურიენტებს, დავაზუსტოთ, თუ რა სპეციალობებით ინტერესდებიან ისინი“.

გამოცემის ცნობით, მოქალაქეობის არმქონე პირებმა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად უნდა წარადგინონ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტები ( ფორმა №9, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან და სხვ.).

„გალის რაიონის აბიტურიენტებისთვის ჩვენ სპეციალური პროგრამა შევიმუშავეთ, მათი სასკოლო მომზადების და ენის ბარიერის გათვალისწინებით. ჩვენ ასევე თვალს ვადევნებთ, თუ როგორ მიმდინარეობს გალელი სტუდენტების ინტეგრაცია თანატოლებთან“, - თქვა მალანძიამ.

პრორექტორის განმარტებით, უნივერსიტეტში ჯერ არ დაფიქსირებულა გალის რაიონიდან ჩამოსულ სტუდენტებთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო, პოლიტიკურ ან ეროვნულ საფუძველზე წარმოქმნილი ინციდენტი.

მალანძიას თქმით, არის შემთხვევები, როდესაც გალელი სტუდენტები წყვეტენ სწავლას ოჯახური ან სხვა პირობების გამო. ამავე ცნობით, ზოგიერთი გალელი სტუდენტი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რაიონულ სკოლაში, ან რაიონული ადმინისტრაციის სტრუქტურებში იწყებს მუშაობას.

პრორექტორმა აღნიშნა, რომ ერთ თვეში აფხაზეთის უნივერსიტეტთან ახლოს 200 ადგილზე გათვლილი, სათანადოდ აღჭურვილი, სტუდენტური საერთო საცხოვრებელი მოეწყობა.

ზამთრის არდადაგების შემდეგ სასწავლო პროცესი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 თებერვალს განახლდება.

რადიო "ათინათი"