გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ხიდაშელი: სააკაშვილი ცუდად დაამთავრებს, ეს გარდაუვალია, უბრალოდ, ზნე აქვს ასეთი

11-05-2020

მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ცუდად დაამთავრებს, ეს გარდაუვალია-ამის შესახებ, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, გადაცემა პოლიტქალაქში განაცხადა.

თინა ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას გამოეხმაურა და აცხადებს:

“მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად ცუდად დაამთავრებს, ეს გარდაუვალია. უბრალოდ, ზნე აქვს ასეთი. პოროშენკოსთან განსხვავებით, რომელიც გაცილებით რესპექტაბელურად გამოიყურებოდა, ნაკლებ ემოციური იყო, ზელენსკის შეთხვევაში, შესალოა, გაცილებით ცუდად დაუმთავრდეს.

მე და თქვენ შემდეგ სერიაში კიდევ ვნახავთ პირობითად სახურავზე მორბენალ მიხეილ სააკაშვილს. ამის გათვალსიწინებთაც, საქართველოზე ისაუბრებს თუ არა, გვარამიასთან ეთერში იქნება თუ არა, ის ხომ არ გაქრება? “-ამბობს ხიდაშელი

ipress