გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გამქრალია ერთი დღის ჩვილი - ბავშვი 20 წლის დედამ სახლში გააჩინა

21-02-2018

აჭარის კრიმინალური პოლიცია უკვე რამდენიმე დღეა, 9 დღის ჩვილის ცხედარს ეძებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ახალშობილი დაბადებიდან რამდენიმე წუთში გაუჩინარდა. ჩვილის დედამ საცხოვრებელ სახლში იმშობიარა, თუმცა, 20 წლის გოგო რომ ფეხმძიმედ იყო, მისი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ.

გოგონას ბებია იხსენებს, რომ მისი სტუდენტი შვილიშვილი თბილისიდან ხელვაჩაურში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ოთახში შესულ ოჯახის წევრებს გოგონა იატაკზე სისხლიანი დახვდათ. ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა, ბებია ირწმუნება, რომ სახლში ახალშობილი არ უნახავთ.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 20 წლის გოგო ძლიერი სისხლდენით ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმები ადასტურებენ, რომ ქალი ახალნამშობიარები იყო, თუმცა, ჩვილი თან არ ჰყავდა.

როგორ ან რა ვითარებაში გაუჩინარდა ახალშობილი, პასუხი ამ კითხვაზე ამ დროისთვის არც სამართალდამცველებს და არც ადგილობრივებს არა აქვთ.

20 წლის გოგო, დედასთან ერთად, ახლა აჭარის ერთ-ერთ სოფელში იმყოფება. მას მედიასთან საუბარი არ სურს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უკანონო აბორტს გულისხმობს.

"რუსთავი 2"