გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი ოპოზიციას მოუწოდებს არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა

12-05-2020


პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციისგან 8 მარტის შეთანხმების დარღვევა გაკვირვებას არ უნდა იწვევდეს, ვინაიდან მათ თავიდანვე არ უნდოდათ, რომ ეს კონსენსუსი შემდგარიყო.


იგი მოუწოდებს ოპოზიციას არ გაცდნენ შეთანხმების ფორმატს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ.


„ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია აღარ ვილაპარაკოთ შეთანხმების ტექსტზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ აპელირებს მუდმივად ოპოზიციის ეს უპასუხისმგებლო ნაწილი იმაზე, რომ დაარღვევს 8 მარტის შეთანხმებას. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ მათ არც მაშინ არ უნდოდათ, რომ კონსესუსი შემდგარიყო და ეს იყო მათთვის იძულება. მოვუწოდებ მათ, რომ არ გავიდნენ შეთანხმების ფორმატის მიღმა, რადგანაც ამ შემთხვევაში მათ ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​