21-02-2018
kutaisitoday.com-ი დაინტერესდა თუ რა ქონებას ფლობს და განკარგავს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია და მისი ოჯახი . თანამდებობის პირის შევსებული ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან , რომელიც მან 25.09.2017 შეავსო ირკვევა, რომ ქონების უმეტესობა ლატარიას მისი ცოლის, ხატია სირბილაძის, სახელზე აქვს რეგისტრირებული:
ხატია სირბილაძე განკარგავს ბიზნეს წილებს შემდეგ კომპანიებში; ინდივიდუალური მეწარმე ი|მ ,,ხატია სირბილაძე’’, საქართველო, ქუთაისი, კუპრაძის #4 ინდივიდუალური მეწარმე, ქუთაისის რეგიონალური ცენტრი, საგადასახადო ინსპექცია, 27.08.2009, 27.08.2009 – უვადო
შპს ,,გუდლაინი” საქართველო. ქუთაისი. ირ.ევდოშვილის 62, პარტნიორი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 23.03.2011, 23.03.2011 – უვადო 20,00% საწარმოს კაპიტალი 475000,00 GEL შპს შპს,,ოპტიმა+ საქართველო. თბილისი საბურთალოს ქუჩა№45 ბ.50 პარტნიორი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 17.09.2010, 17.09.2010 – უვადო 50,00% საწარმოს კაპიტალი 1180000,00 GEL საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი 236094,00 ლარი იყო.
ის ასევე ფლობს ფასიან ქაღალდებს ,,გალთ ენდ თაგარტი ‘.’ ფასიანი ქაღალდის გადახდილი საფასური 16000,00 USD , რომელიც მან 2017 წელს შეიძინა, ხოლო ფასიანი ქაღალდის ნომინალი 1000,00 USD შეადგენს. ფასიანი ქაღალდების რაოდენობა 16 შეადგენს.
ნიკოლოზ ლატარია განკარგავს ბიზნეს წილებს შემდეგ კომპანიებში ;
შპს ,,ნიკოილი- თერჯოლა. საქართველო. ქუთაისი. ევდოშვილის 56 პარტნიორი, ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, 11.02.2009, 11.02.2009 – უვადო. აღნიშნულ კომპანიაში მისი წილი 50 პროცენტს შეადგენს, ხოლო საწარმოს კაპიტალის ოდენობა 17409 ლარი. საწარმოს საქმიანობით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი 41500 ლარმა შეადგინა.
შპს შპს,,გიო’’ საქართველო. ქუთაისი მ.ბუხაიძის მე-2 მ|რ №17 ბ.89 პარტნიორი, საჯარო რეესტრი, 08.05.2013, 08.05.2013 – უვადო. აღნიშნულ კომპანიაში მისი წილი 40 პროცენტს შეადგენს.