გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერი: სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან 42 000 ფერმერი გათავისუფლდება

12-05-2020

ყველა ფერმერი დღეს საქართველოში, რომელთა რაოდენობა არის 42 000, სრულად გათავისუფლდება სამელიორაციო საფასურისგან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფერმერებს, 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, მათ სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.

„თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოწყობა, ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო ფინანსური სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით ეს იქნება გრანტი. ფერმერებს, ამ ყველაფერთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებს შეეძლებათ მიმართონ 20 მაისიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საგაზაფხულო სამუშაოები ახლა მიმდინარეობს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.