21-02-2018
ხულოში, სოფელ საციხურაში მუშამბაძეების 7-სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი გუშინ მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ხულოს მერმა გოჩა მელაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, დაზარალებული ოჯახი მეზობელს აფარებს თავს. მისივე ინფორმაციით, მუშამბაძეების ოჯახის მდგომარეობას ხულოს მერიის შესაბამისი სამსახური შეისწავლის და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი დახმარება გაეწევათ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენაც ვერ შეძლეს.
"ინტერპრესნიუსი"