გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ოკუპანტის ვექტორი აგენტად ზის – პუტინს პუტინით ვებრძვით?! – თაკო ჩარკვიანი

12-05-2020

ოპოზიციამ გაერთიანებულ მაგიდაზე შეკოწიწებულ დასავლურ ვექტორში პირდაპირ შპიონად და მორბენალ სტრიქონად ჩასვა პუტინკა.

 

დრო კიდევ დარჩა – ოპოზიცია რუსული ვექტორის ძალას უნდა გაემიჯნოს, – ამის შესახებ „კანონის და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

 

„ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვფლობ, რომელიც ჩემთვის არ დამიტოვებია და გავახმოვანე – ვთქვი, რომ სათავეში არის პუტინი. ამბობენ, რომ ივანიშვილი პუტინის დავალებით მოქმედებს – არა, პირდაპირ პუტინია სათავეში, პუტინის ფულით.

 

საქართველოს ცოტა ხანში ეროვნულ-დამოუკიდებლობისთვის მოუწევს 30 წლით უკან დაბრუნება, რადგან არაფრად უღირს მას ეს ყველაფერი. ამიტომ მე განგაში ავტეხე.

 

ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ ინტერვიუში პრივაკოვის შეთავაზებულ გეგმას ახმოვანებს – პრივაკოვმა თავის დროზე ფედერაცია შემოგვთავაზა და ჩვენ არ დავთანხმდითო. წარმოგიდგენიათ, საქართველოში, ამ პირობებში რაზეა საუბარი?!

 

ოკუპანტის ვექტორი აგენტად ზის გაერთიანებული ოპოზიციის მაგიდასთან. პუტინს პუტინით ვებრძვით?!

 

მე ნინო ბურჯანაძეს ქართველი ჟირინოვსკი დავარქვი. ქალი ჟირინოვსკი გაერთიანებული ოპოზიციის მაგიდასთან არის ჩასმული. ახლა გაკვირვებულები არიან, რომ გვერდები მოიმაგრა“, – ამბობს ჩარკვიანი.

 

ნინო ბურჯანაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა გაჩუმდეს და არ გაბედონ ის და „ერთიანი საქართველო“ სხვა პარტიებს შეადარონ.

 

ბურჯანაძე ასევე ამბობს, „გაჩუმდით, თორემ დავიწყებ ყველაფრის ლაპარაკს, რაც ვიცი“.

 

ამას თაკო ჩარკვიანი ეხმაურება:

 

„ეს ყველაფერი არის მისი იმიტაციური ფანდები. გამორიცხული ამბავია, რომ რაიმე იცოდეს და არ ამბობდეს. და თუ იცის და არ ამბობს, დანაშაულია.

 

წამოსკუპტდა ოპოზიციის გაერთიანებულ მაგიდასთან და ბედნიერი ვარ, რომ მყისიერი გადაწყვეტილება მივიღე და მე ავდექი.

 

რაც შეეხება ბოკერიას, ვფიქრობ, მიშა სააკაშვილის ჯიბრით ისე დაბრმავდა, რომ მის საპირწონედ მოინდომა ხელ-ფეხის ქნევა.

 

დახრჩობის პირას თვითონ აღმოჩნდება, როგორც პოლიტიკოსი. რადგან არც ერთ ბინძურ ძალასთან ალიანსი, სხვაგვარად ვერ დასრულდება.

 

გიგას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, გული მწყდება, რომ პოლიტიკურად ასეთი ნაბიჯები გადადგა“, – ამბობს ჩარკვიანი.

პრაიმტაიმი