გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიციას შეთანხმების შესრულებისკენ მოვუწოდებთ

12-05-2020

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს თავი დაანებოს მოსახლეობის მოტყუებას და ამასთან ერთად, შეთანხმების თანახმად, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

„მოვუწოდებთ ოპოზიციას თავი დაანებონ ჩვენი მოსახლეობის მოტყუებას და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. იმიტომ, რომ ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, რომელიც არის წერილობითი და რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მხარემ, სადაც გარკვევით წერია, რომ შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში წარმოადგენს 120/30 და ასევე მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზირება. რა პროცესსაც ჩვენ დღეს ვხედავთ არის ოპონენტების მხრიდან სწორედ მცდელობა იმისა, რომ მოახდინონ მართლმსაჯულების პოლიტიზირება. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმსაჯულების სისტემის და მთლიანად სახელმწიფოს მთავარი პრინციპების შეურაცხყოფა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარე ოპონენტების იმ განცხადებებსაც გამოეხმურა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან.

„ის რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ეს არის ფაქტი და იმ პირებს ვისაც ასახელებენ ჩვენი ოპონენტები, მათ უკან კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები დგას. თუ ვინმეს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქვს ინტერესი ამ საქმეებთან მიმართებაში, ჩვენი სახელმწიფო მზად არის დეტალურად გააცნოს ინფორმაცია ამის შესახებ. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, ოპონენტების მხრიდან ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ როგორც მართავდნენ ქვეყანას, როგორც იყენებდნენ მართლმსაჯულებას და სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა ძალაუფლებას პოლიტიკური მიზნებისთვის, სწორედ იგივეს გვთხოვენ ჩვენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ შეასრულონ შეთანხმება, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.​