გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ვოლსკი: ოპონენტების გარკვეული ჯგუფის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აწყობთ არჩევნების ჩატარება და დესტრუქცია ერთადერთი გზაა

12-05-2020

„ოპონენტების გარკვეული ჯგუფი მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ აწყობთ არჩევნების ჩატარება და დესტრუქცია არის ერთადერთი გზა, სადაც შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს, სხვანაირად მათი განცხადება არ იკითხება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ხელისუფლების ოპონენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუ არ მოხდება ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

მისივე თქმით, რთული ვითარების პროგნოზირება საჭირო არ არის, მაგრამ სასიამოვნო და მარტივი იმაში, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რასაკვირველია, არაფერია.

„საზოგადოებამ, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური პარტიების და საერთოდ, პოლიტიკური ცხოვრების ბედი, რასაკვირველია, სიღრმისეულად უნდა გაანალიზოს ვის რა პოზიცია უკავია და ვინ როგო ფიქრობს საკუთარ ქვეყანზე, მითუმეტეს, ასეთ საკმაოდ მძიმე პერიოდში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​