გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

„წარმატებაზე საუბრისას ჯერ ფრთხილად ვიქნებოდი“

13-05-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს პანდემიასთან წარმატებულ ბრძოლაზე სუბარი ჯერ ნაადრევია.

მისი თქმით, თამამად საუბარი მას შემდეგ იქნბა მიზანშეწონილი როცა ქვეყანში დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნება, ინფიცირების ახალი შემთხვევები კი ორ ათეულზე მეტი არ იქნება.

„საქართველომ კოვიდთან ბრძოლის სარბიელზე მიაღწია წარმატებას და შეინარჩუნა გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამას აღიარებს მთელი მსოფლიო, მაგრამ მე მაინც ფრთხილად ვიქნებოდი. წარმტებაზე მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ, როდესაც ამ მდგომარეობას, მხედველობაში მაქვს დღეში ერთეული ახალი შემთხვევა - შევინარჩუნებთ შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველო წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას ამ ეტაპზე. იქნება თუ არა მეორე და მესამე ტალღა შემოდგომასა და ზამთარში ეს ჯერ მსოფლიოში არვინ იცის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის საქართველოში კორონავირუსის ინფექციის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში შიდაგავრცელება მარტის შუა რიცხვებში დაიწყო. ამ ეტაპზე ეპიდემია პიკური ფაზაშია.

ქვეყანაში 22 მაისამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, კომენდანტის საათი და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი.

pia