13-05-2020
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სავარაუდოდ, კორონავირუსგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს. ამ ეტაპზე კლინიკაში სამი პაციენტი რჩება.
მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მათი პასუხები კოვიდტესტებზე ისევ დადებითია, სტაციონარში განაგრძობენ მკურნალობას.
აჭარაში კიდევ 7-ი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მათ კლინიკა უკვე დატოვეს. კლინიკა „მედალფაში“ ოთხი კოვიდ ინფიცირებული რჩება, აქედან ერთი , რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ცნობისთვის, რეგიონში კორონავირუსი 52 -მა პაციენტმა დაამარცხა. გარდაიცვალა ორი . აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მე-13 დღეა არ გამოვლენილა.
აქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 642 ადამიანი, აქედან 349 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 4600 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 413.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.