გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში”, 2 კვირაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან 7 ორსული შევიდა სამკურნალოდ

13-05-2020

უკვე დიდი ხანია, ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეები ტოვებენ დეფაქტო საზღვარს და სამკურნალოდ სამეგრელოსა და იმერეთში განთავსებულ კლინიკებს ირჩევენ. ქუთაისში, კლინიკა “ბომონდში” სათანადო სერვისს ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული 7 ფეხმძიმე ქალი იღებს. ორმა მათგანმა უკვე იმშობიარა და ბავშვების და დედების მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაო გართულებები აღენიშნებოდათ, სტაბილურია.

კლინიკა ბომონდის ხელმძღვანელი, მამუკა მიქაძე, “აიპრესთან” საუბრისას ამბობს, რომ განსაკუთრებით დასაფასებელია იმ სასწრაფო დახმარების ბრიგადების წვლილი, რომლებმაც ფეხმძიმე ქალები უსაფრთხოდ გადმოიყვანეს.

მამუკა მიქაძე: რეალურად, საქართველოში არის ორი კლინიკა, რომელიც იღებს ორსულებს დახურული ზონებიდან. აღმოსავლეთ საქართველოში ეს არის საუნივერსიტეტო კლინიკა, დასავლეთში კი კლინიკა “ბომონდი”. ვიღებთ ორსულებს და მშობიარეებს ამ რეგიონებიდან. ორ კვირაში მივიღეთ აფხაზეთიდან 7 ორსული, რომლებიც გადმოიყვანა კატასტროფის ბრიგადამ, მათგან 2 უმძიმესი იყო.

მინდა მადლობა გადავუხადო იმ ბრიგადებს, რომლებმაც დიდი მანძილის მიუხედავად, უზრუნველჰყვეს უსაფრთხოდ ჩამოყვანა. რადგან ქალი, რომელსაც 240 აქვს წნევა, არაადეკვატურია, გონებას კარგავს და პლიუს  ნაყოფი ჰყავს მუცელში, ისიც ცალკე სანერვიულოა…

მაქსიმალური გავაკეთეთ. ორივე ორსულს ჩავუტარეთ შესაბამისი მკურნალობა, საკეისრო კვეთა. ახალშობილებს ჩაუტარდათ სათანადო მკურნალობა და დღეს ყველა თავს ძალიან კარგად გრძნობს.

 როგორი იყო მათი განწყობა აქ ყოფნისას?

როგორიც უნდა იყოს…ისინი ქართველები არიან. მოდიან საკუთარ სახლში და ჩვენ ვცდილობთ, ჩვენთან  ყოფნა გავუიოლოთ.

ipress