გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარაში მე-13 დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

13-05-2020

აჭარაში კლინიკა „მედალფაში“ 4 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ახალი შემთხვევა რეგიონში მე-13 დღეა არ დაფიქსირებულა.

გასული 24 საათის განმავლობაში, 424 ადამიანი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, კვლევის პასუხი უარყოფითია.

უწყების ცნობით, ჯამში 60 პირი გამოჯანმრთელდა. მათგან რამდენიმე ქუთაისისა და თბილისის კლინიკებში მკურნალობდა.

საკარანტინე სივრცეში ამ დროისთვის 1639 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge