გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მელია: ხალხი იქნება ოპოზიციასთან, ოპოზიცია ხალხთან!-აგერ თქვენ, აგერ მე, აგერ ბურთი და მოედანი!

13-05-2020

” წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს”-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა საფრთხე, საკონსტიტუციო ცვლილებები, 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ჩავარდეს” ნიკა მელია პასუხობს:

“საფრთხე ყველაფრის არსებობს. ამაზე უფრო მძიმე საფრთხე არსებობს, სანამ ამ ქვეყანას სათავეში უდგას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე ფიქრობს. ყველაფრის საფრთხე არსებობს და იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებების სახით არ მიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ეს ცხადზე უცხადესია, რომელსაც წლის ბოლოს უნდა მოეღოს ბოლო”-ამბობს ნიკა მელია.

კითხვაზე, თუ როგორი იქნება ოპოზიციის პასუხი ხელისუფლების მიმართ, ნიკა მელია აცხადებს:

“ოპოზიციის და ხალხის პასუხი როგორი უნდა იყოს?! ხალხი იქნება ოპოზიციასთან, ოპოზიცია ხალხთან! გამორიცხულია, აგერ თქვენ, აგერ მე, აგერ ბურთი და მოედანი. წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს და არა მართვის სადავეებს. დიახ, ბეღელად მიაჩნია სადაც არის, შოულობს უბრალოდ ფულს.

ცნობისთვის, ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების ორივე პუნქტი უნდა შეასრულოს და პოლიტპატიმრები გამოუშვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება.

“ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ელჩების თანდასწრებით, 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაში საუბარი არ ყოფილა კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე.


ipress