გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან გამყრელიძე: "პისიარ" ტესტებით ტესტირების არეალი უფრო და უფრო ფართოვდება

13-05-2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,ბოლო ერთი კვირის განმავლბაში "პისიარ" ტესტი საშუალოდ 1500 ადამიანს ჩაუტარდა და ტესტირების არეალი სულ უფრო და უფრო ფართოვდება. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამაოს და ადამიანებმა ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები კვლავაც უნდა დაიცვან.


„ სერიოზულად გავზარდეთ ტესტირებულ ადამიანთა რაოდენობა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საშუალოდ 1500 ადამიანს ჩავუტარეთ „პისიარ“ ტესტი. მხედველობაში მაქვს როგორც კონტაქტირებული ინფიცირებულები, ისე სხვადასხვა რისკ-ჯგუფები. აქ არის სამედიცინო პერსონალი, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი. უპირველესად, იტესტებიან ცხელების კლინიკების სამედიცინო პერსონალი – ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი; „კოვიდის“ კლინიკები, ასევე რეანიმატოლოგები, ასევე ინტენსიური თერაპიის ექიმები. მინისტრის ახალი ბრძანებით დადგენილია რისკ-ჯგუფები, სადაც უპირველეს ყოვლისა ხდება ტესტირება, ამიტომაც ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება „პისიარ“ ტესტირების არეალი. მიუხედავად ამისა, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯერ დაღმავალია, ანუ მცირდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდსიტუაციას აქვს დამშვიდების ტენდენცია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამაოს. ამან არ უნდა შეგვიქმნას ილუზია, რომ „კოვიდ-19“ დავამარცხეთ ქვეყანაში, რადგან თუ ეს ილუზია შეიქმნება და ადამიანები არ დაიცავენ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის ორგანიზაცია იძლევა (ეს არის სოციალური დისტანცია, ჰიგიენა და სხვა მრავალი), მაშინ შესაძლებელია ინფექცია ისევ დაბრუნდეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.