გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვოლსკი: ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ნაცმოძრაობის მოკავშირეა

13-05-2020

„ევროპელ პარლამენტართან ან სენატორთან დაპირისპირების ატმოსფეროს შექმნა, რასაკვირველია, საქართველოში პოლიტიკურ ველს აზიანებს და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მოკავშირე ევროპელია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარმა თავადაც კარგად იცის, რომ მასალები, რომელიც არსებობ, ის უნდა შეისწავლო, ნახო და ამ მასალების საფუძველზე უნდა შემდეგ ინსტანციაში დააყენო საკითხი.

„ყველას ახსოვს ევროპარლამენტარების აქტივობა, თუნდაც, რუსთავი 2-თან დაკავშირებით და სტარსბურგმა აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა, ისე როგორც, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ადგილი ჰქონდა წამების ფაქტებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.​