გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რატი იონათამიშვილი: ოპოზიციას არ აქვს იმის იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით წარმატებას მიაღწიოს

13-05-2020

„ოპოზიციამ დღეს ფაქტობრივად აღიარა, რომ მათთვის მთავარ პრობლემას ამ შეთანხმების პირველი ნაწილი წარმოადგენს, რადგან მათ არ აქვთ იმის იმედი და რესურსი, რომ არჩევნების გზით შეუძლიათ წარმატების მიღწევა. საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ არც 8 მარტს სურდათ შემდგარიყო შეთანხმება და ეს ფაქტობრივად მათი იძულება იყო, მაგრამ რაც მთავარია, ზუსტად საზოგადოება ხედავს ვინ ეკიდება ამ პროცესებს მაღალი პასუხისმგებლობით და ვის სურს მუდამ დესტრუქციის შეტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას დემოკრატიის სასარგებლოდ იღებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელისუფლებო შტოები ვითარდებოდნენ დამოუკიდებლად და ამას ითხოვს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი და ვინც კი ცდილობს სამართლებრივი და პოლიტიკურ პროცესები ერთმანეთში აურიოს სწორედ ის ეწინააღმდეგება იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო ვითარდებოდეს დემოკრატიულად და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​