14-05-2020
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე კორონავირუსი 38-მა პაციენტმა დაამარცხა. კლინიკაში 2 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული. მათგან ერთის რე-ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. განმეორებითი კვლევა დღეს ჩატარდება და კვლავ უარყოფითი პასუხის შენთხვევაში პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაეწერება.
ახალი საკვლევი პაციენტების სტაციონარში ბოლო 12 დღეა არ შესულან.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. აქედან 12 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.