გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ქართული პროდუქტი უნდა იყოს ჩვენი ბაზრების დახლებზე და მისი წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რამდენიც ქვეყანას სჭირდება

14-05-2020

ის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ სოფელზე და ფერმერებზე ზრუნვის, არის არა თუ მნიშვნელოვანი, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებისთვის, ფასების კონტროლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და კიდევ ბევრი მიმართულებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ძლიერი სოფელი, ეს ნიშნავს ძლიერ ქვეყანას.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად, ჩვენ უფრო და უფრო უნდა შეგვეძლოს, არა მხოლოდ მოვუწოდოთ ერთმანეთს, რომ უნდა შევიძინოთ ქართული პროდუქტი, არამედ უნდა შეგვეძლოს ასეთი პროდუქტის შეძენა, რამეთუ ისინი უნდა იყვნენ ჩვეულებრივად, ჩვენი აგროსასურსათო ბაზრების დახლებზე. ასეთი პროდუქტის წარმოება უნდა ხდებოდეს იმ რაოდენობით, რომელიც ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.