გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია თურნავა: ფოთში მიმდინარე პეის ტერმინალის პროექტი შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

14-05-2020

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, იქნება ეს სახელმწიფო თუ კერძო, არცერთი დღით არ შეფერხდეს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრმა ასეთ ინფრასტრუქტურულ პროექტად ფოთში მიმდინარე, კომპანია „პეის ჯგუფის“ მიერ ახალი ტერმინალი დაასახელა, რომლის მშენებლობაც 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და ახლა ტერმინალის პროექტი განვითარების აქტიურ ფაზაში იმყოფება.

ნათია თურნავას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) უკვე გადმორიცხა პირველი 30 მლნ დოლარი 50 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციიდან, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ პეის ტერმინალის პროექტის განვითარებისთვის გამოყო. „ეს არის აშშ - ის ფინანსური თანამონაწილეობა აღნიშნულ პროექტში და მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პეის ტერმინალის პროექტი ითვალისწინებს 2,5 მლნ ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის და 100 ათას TEU კონტეინერის გადამუშავებას.

პეის ტერმინალი მდებარეობს ფოთის ეგრეთ წოდებულ ახალი ნავსადგურის აკვატორიაში, პროექტის განხორციელება ითვალისწინებს ორ ფაზას. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 93 მილიონ აშშ დოლარს, მათ შორის 50 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) -ის მიერ იქნება გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში DFC-ის მიერ დღემდე გამოყოფილ დაფინანსებებს შორის, პეის ტერმინალზე დამტკიცებული თანხა წარმოადგენს ერთ ცალკე აღებულ პროექტზე გამოყოფილ უმსხვილეს მოცულობას. აღნიშნული თანხის პირველი ტრანში გადმორიცხვა 30.8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით განხორციელდა მიმდინარე წლის მაისის პირველ დეკადაში.