გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები განახლდა

14-05-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ეკა მაისურაძე, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წაარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იმყოფებოდა და სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

1. სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შემსრულებელი - ი/მ რუბენ ლუტიძე
ჯამური ღირებულება 210820 ლარი
დაფინანსების წყარო- სახელმწიფო 100% ( რეგ ფონდი)

2. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცის კეთილმოწყობა (2 ეტაპი) –
შემსრულებელი - შპს იერი,
ჯამური ღირებულება - 1991000 ლარი.
დაფინანსების წყარო - 95% სახელმწიფო ( რეგ ფონდი) 5% ადგილობრივი ბიუჯეტი.

3. სოფელ ქვედში სპორტული სტადიონის მოწყობა.
შემსრულებელი - ი/მ მირიან მეტრეველი
ჯამური ღირებულება - 14 000 ლარი.
დაფინანსების წყარო სახელმწიფო -100%

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები საქართველოში ახალი კორონავირუსული დაავადების (COVID-19) გავრცელებისას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით შემუშავებული, რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.