გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ტყიბულის მერია მოქალაქეთა დახმარებას აგრძელებს

14-05-2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეთა დახმარებას აგრძელებს.

ამჯერად, პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტებით კიდევ 34 ოჯახი დაკმაყოფილდა.

მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად კომპანია ,,საქნახშირმა“ გარკვეული რაოდენობის თანხა გამოჰყო, რომლითაც დახმარება გაეწია 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს და მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახებს.

სურსათის დარიგების პროცესში, თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე ჩაერთო, რომელიც რამდენიმე ოჯახში პირადად იმყოფებოდა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ დახმარება გაეწია 1057 ბენეფიციარს, მათ შორის, მარტოხელა ხანდაზმულს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, მძიმე სოციალური მდგომარეობის მქონე ოჯახებს, დევნილებს და ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისით მოსარგებლეებს.