გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქვეყნის ოთხ რეგიონში ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყება

14-05-2020

ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების განხორციელებას, ქვეყნის ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში, ტენდერში გამარჯვებული სამი კომპანია მაისის მეორე ნახევრიდან დაიწყებს. ტყის მახასიათებლებზე მონაცემები შეგროვდება 1078 კლასტერზე (ერთი კლასტერი განსაზღვრული ზოლია, რომელიც სამ სანიმუშო ანუ საცდელ წერტილს მოიცავს). დასაქმდება 48 ადამიანი, მათ შორის, 24 მეტყევე სპეციალისტი და 24 სტუდენტი. ტყის ეროვნულ აღრიცხვას კოორდინაციას ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი უწევს. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გერმანიის მთავრობის დახმარებით (GIZ) საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვა 2018 წელს დაიწყო.

საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნებია:

• ტყის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა ქვეყნის მასშტაბით;
• ტყის მახასიათებლებზე უწყვეტი მონიტორინგისთვის ქსელის დაარსება;
• კვლევების ხელშეწყობა და კვლევითი ინსტიტუტების გაძლიერება;
• ანგარიშგება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე;
• პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა სარწმუნო ინფორმაციით უზრუნველყოფა.

საქართველოს მასშტაბით, სულ განისაზღვრა 2020 კლასტერი, რომლებიც გადანაწილებულია რეგიონების მიხედვით.

2019 წელს, ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები მცხეთა-მთიანეთში, გურიასა და აჭარაში განხორციელდა. ტყის მახასიათებლებზე მონაცემების შეგროვება მოხდა 441 კლასტერზე. დასაქმდა 20 ადამიანი, მათ შორის, 10 მეტყევე სპეციალისტი და 10 სტუდენტი.