გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

”ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკას საკუთარმა ნათესავებმა ჩამოაცილეს”

21-02-2018

ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი ”ახალ თაობასთან” საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას შეეხო.

– საზოგადოებაში აქტიურად განიხილებოდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი. წინა კვირაში ეს ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მრჩევლად დაინიშნა. ამით, როგორც ამბობენ, ის ივანიშვილმა სრულად ჩამოაცილა პოლიტიკას. ამასთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ?
– ღარიბაშვილი პოლიტიკას საკუთარმა ნათესავებმა ჩამოაცილეს, ივანიშვილი არაფერ შუაშია. ადამიანი ფონდ ქართუში მუშაობდა საშუალო ხელფასზე. მოულოდნელად ის შს მინისტრად დაინიშნა, შემდეგ კი პრემიერის სავარძელიც ჩაიბარა. ასე პოლიტიკაში არავის გამართლებია. იმის ნაცვლად, რომ საქმე ეკეთებინა, სხვებს დაუწყო ძირის გამოთხრა.
– სხვებისთვის ძირის გამოთხრაში რას გულისხმობთ? ამბობენ, რომ იქეთ მას უთხრიდნენ ძირს.
– მასაც უთხრიდნენ ძირს, ამას მისი ნათესავები აკეთებდნენ. დღეს ღარიბაშვილს ჩინურ კომპანიაში რომ უწევს მუშაობა, მისი ნათესავების დამსახურებაა,. ყველაფერი მათ დააბრალოს და საკუთარ თავს.
ის ყველაფერს აკეთებდა, რომ ბიძინას გარშემო მხოლოდ ის ყოფილიყო. ცდილობდა, რომ ივანიშვილს მხოლოდ მისგან გაეგო ახალი ამბები. მან რაღაც დოზით ივანიშვილი მოაქცია კიდევაც იზოლაციაში. ბიძინასთან მხოლოდ ის ინფორმაციები მიდიოდა, რაც ღარიბაშვილის გარემოცვას აწყობდა.
ყოფილი პრემიერი არ აღმოჩნდა გულუბრყვილო. მან დაიწყო ინფორმაციების სხვადასხვა წყაროებიდან მიღება, რაც იმით დამთავრდა, რომ ღარიბაშვილის კლანი ხელისუფლებას არის ჩამოცილებული. ამ ახალგაზრდას თუ ჭკუა აქვს, პოლიტიკისკენ აღარც უნდა გამოიხედოს.

"სარკე ნიუსი"