21-02-2018
ნანა კალანდია 53 წლისაა, მან აქ საკუთარი ყვავილების სალონი ნახევარი წლის წინ გახსნა. ამბობს, რომ აქ ასეთი მაღაზია ერთადერთია - ყვავილებიც რომ იყოს და დიზაინისთვის საჭირო ფურნიტურაც. ნანა უკვე თხუთმეტი წელია, რაც ყვავილების ბიზნესით არის დაკავებული. ის ჯერ მოსკოვში მუშაობდა, შემდეგ კი შვიდი წლის განმავლობაში - სოხუმში, და ახლა გადაწყვიტა, ბიზნესი საკუთარ ქალაქში დაიწყოს, იქ - სადაც დაიბადა და გაიზარდა.
„ეს სოფელია და აქ ყველაფერი გლეხებზეა დამოკიდებული, მათ შორის - ჩემი ყვავილებიც. თუკი ფერმერები თხილის მოსავალს ვერ მოიწევენ და ვერ გაყიდიან - არც ყვავილების ფული ექნებათ. წელს თხილის მოსავალს პრობლემები შეექმნა - და ჩემს მაღაზიაში ეს მაშინვე საგრძნობი გახდა“.
„მთავარია, ხელისუფლება მოსახლეობას ეხმარებოდეს. მათ, ვისაც ბოსტნები აქვთ, აღჭურვილობა ესაჭიროებათ. ვისაც ბიზნესის წარმართვა სურს - კრედიტები სჭირდებათ. აი, მე ახლა 200 ათასი რუბლი (დაახლოებით $3,5 ათასი) მჭირდება, სათბურების ამოქმედება მინდა, მაგრამ მე მსხვილი და გამართული ბიზნესი არ მაქვს, ასეთებს კი კრედიტს არ აძლევენ - მეუბნებიან: „ შემთხვევით, მოსავალი რომ არ მოვიდეს, ხომ ვერ გადაიხდიო“.
პენსია აქ 500-1000 რუბლია (დაახლოებით $9-20). ბაზარი კვირაში მხოლოდ სამ დღეს მუშაობს - ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. ბიზნესს ყურადღება სჭირდება.
„წელს ბიზნესი ძნელად მიდის, ადამიანებს ფული არ აქვთ, რადგან თხილის მოსავალი არ იყო. მთელი მოსავალი პარაზიტმა ბაღლინჯომ ააოხრა“.
„დედა რუსი მყავს, მამა კი ქართველი. ერთმანეთთან სტუმრად დავდივართ. დედას ჩვენთან გადმოსვლა არ უნდა; ამბობს - ვიდრე თავის რჩენა შემიძლია, სახლში ვიცხოვრებო“
„ლავაშს სოხუმში ვყიდულობთ, ხორცი და ბოსტნეული - სულ აქაურია“
„თავისუფალ დროს როგორ ატარებ?“
– „ჩვენთან, კულტურის სახლის გარდა, სხვა არაფერია, ხანდახან რაიმე კონცერტს თუ ჩაატარებენ ხოლმე. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, რომ ყველაფერს აჯობებდა, ქალაქში 3D კინოთეატრი აეშენებინათ. ყველაზე მეტად ფილმების ყურება მიყვარს“.