გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წინ აქცია მიმდინარეობს

16-11-2017

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წინ ანზორ სვიანაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის, ნატალი პატარიძის თანამდებობიდან გადადგომას და ცენტრის დახურვას ითხოვენ.

აქციაზე ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი იმყოფება. მისი თქმით, სასწავლებელში ლგბტ საზოგადოების პროპაგანდას ეწევიან.

"ამ დაწესებულებაში ლგბტ საზოგადოების პროპაგანდას ეწევიან. ეს ცენტრი უნდა დაიხუროს და გადადგეს მისი დირექტორი, ლგბტ ლობისტი ქალბატონი ნატალი პატარიძე. ცისფერი ტერორი მიმდინარეობს და ეს უნდა შეწყდეს",- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

ახალგაზრდული ცენტრიდან გარიცხული მოსწავლის ანზორ სვიანაძის თქმით, ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოაწერა, შიდა განაწესის შესახებ არაფერი ეწერა და სიძულვილის ენის შესახებ საუბარი მედიასკოლაში არასდროს ყოფილა. "ხელშეკრულებას კი მოვაწერე ხელი, მაგრამ იქ შიდაგანაწესზე და მოქმედებაზე, რომელიც მის დარღვევას მოჰყვებოდა არაფერი ეწერა. იქ არ ეწერა, თუ ჩემი ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გავირიცხებოდი. პირადადაც არ ჰქონია ნატალის ჩემს მიმართ გაფრთხილება. მას არ ჰქონდა უფლება ჩემი თავისუფალი აზრის გამო გავერიცხე",-აღნიშნა სვიანაძემ.

"სასწავლებლის შედა განაწესი აგებულია მედია ქარტიის პრინციპების მიხედვით,  ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიული ეთიკა და ამავე დროს ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელსაც იცნობს ყველა მოსწავლე და კედლებზე გვაქვს გაკრული", -განაცხადა სასწავლებლის ხელმძღვანელმა ნატალი პატარიძემ.

ცოტა ხნის წინ აქციას შემოუერთდა "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია. მისი თქმით, მას ინფორმაცია ჰქონდა რომ ლბგტ პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია იმართებოდა.

"მე აქ მოვედი, რადგან ვიცოდი, რომ იყო ლბგტ პროპაგანდის საწინააღმდეგო აქცია, მე ამას ვემხრობი, რაც  შეეხება სასწავლებლიდან გარიცხულ მოსწავლეს, მე არ მინახავს მისი პოსტები, თუ ანზორს ქონდა ისეთი პოსტები, რომელიც სიძულვილის ენს შეიცავდა და მუქარას, მე არ ვიქნები მისი მხარდამჭერი"- განაცხადა გოგი წულაიამ.


წყარო: "ქუთაისიპოსტი"