რკინგზაში განმარტავენ, რომ ფასდაკლება არ გაუქმებულა და ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ სტუდენტები კვლავ შეღავათიანი ფასით ისარგებლებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღმოიფხვრება სისტემაში არსებული ხარვეზი.
სტუდენტური შეღავათი (50%-იანი ფასდაკლება) მხოლოდ მაგისტრალური მიმოსვლის ყველა ელექტრომატარებლის მეორე კლასისა და სამგზავრო მატარებლების კუპირებულ ვაგონებზე ვრცელდებოდა.
შეღავათიანი ბილეთის მფლობელი სტუდენტების მატარებლებში დაშვება 2017 წლის მაისში გამარტივდა. თუ ძველი წესის მიხედვით აუცილებელი იყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაზე დატანილი ყოფილიყო წარწერა „სტუდენტი“, ცვლილების შემდეგ მხოლოდ პირადობის მოწმობისა და სამგზავრო დოკუმენტის მონაცემების სისწორის შედარება ხდებოდა. აღნიშნული წარწერის არსებობა კი აუცილებლობას აღარ წარმოადგენდა. თბილისიდან ბათუმამდე მეორე კლასის ვაგონით მგზავრობის ღირებულება 19 ლარია.