გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გახარია: მზად ვართ, ნებისმიერ დროს, პარლამენტს წარვუდგინოთ დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის დროს

15-05-2020

მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული, მათ შორის საინტერესო და ობიექტური კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მინდა განვაცხადო მზაობა როგორც პირადად ჩემი, ასევე მთავრობის თითოეული წევრის მხრიდან, ნებისმიერი სახით, მათ შორის პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, მზად არის ნებისმიერ დროს მივიდეს პარლამენტში.

„მზად ვართ, პირადად მეც, ნებისმიერ დროს, როდესაც პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, როგორ მართავდა მთავრობა ქვეყანას საგანგებო მდგომარეობის პირობებში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.