გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა

15-05-2020

საგანგებო მდგომარეობის არ გაგრძელება არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეზღუდვა ერთბაშად იქნება მოხსნილი, ეს ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უკიდურესი სიფრთხილით ნელ-ნელა, ეტაპობრივად უნდა გავხსნათ ჩვენი ეკონომიკა, რათა ეს კრიზისი ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ.

„მინდა თითოეულ თქვენგანს მოვუწოდო დავიცვათ ის წესები, რომლის რეკომენდაციასაც ეპიდემიოლოგები გვაძლევენ - პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის წესები და ა.შ. ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გლობალურ კონკურენციაში ვიყოთ ეფექტურები და ჩვენი ეკონომიკა სწრაფად აღდგეს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.