გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა

15-05-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 139 შეადგინა. ამათგან 17 ახალი შემთხვევაა. COVID-19-ისგან მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი 49 პირი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლების ჩაკეტვის გადაწყეტილება მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

გეტას საზღვრებთან მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება. ჩაკეტილი სოფლის მისადგომები დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა მოინახულეს.

გეტას გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინი ქალაქ ბოლნისში, სოფლებში: რაჭისუბანი, ხატისოფელი, ვანათი, სავანეთი, ბალიჭი, მუშევანი და დაბა კაზრეთში მოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადაწყვეტილებით, კონტროლირებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სოფელი ქვემო ბოლნისის გახსნა უკვე მოხერხდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ საკარანტინო წესები და რეკომენდაციები, დარჩეთ სახლში და გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას!