გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი კახიანი: ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას მმართველი პარტია ჩვეულებისამებრ გააგრძელებს

15-05-2020

მმართველი პარტია ჩვეულებისამებრ გააგრძელებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ოპოზიციის ბოიკოტი ამ პროცესებზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ოპოზიციის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ გააგრძელებენ ბოიკოტის რეჟიმს.

ამასთანავე ვიცე-სპიკერის თქმით, ის ვერაფერ უცნაურს ვერ ხედავს იმაში, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმის გაგრძელებას აპირებს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს მათთვისვე არ იქნება სიკეთის მომტანი.

„საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია თვლის, რომ მათ ბოიკოტის რეჟიმი უნდა გააგრძელონ, ეს ცხადია მათი გადასაწყვეტია, თუმცა მათთვის რაიმე სიკეთის მომტანი, ცხადია, ეს არ იქნება იმიტომ, რომ ერთხელ უკვე ვნახეთ რა მოუტანა მათ ასეთ რეჟიმში ყოფნამ - მხოლოდ საკუთარი თავის მარგინალიზაციას ახდენდნენ ამით. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. რა თქმა უნდა სასურველი იქნება თუ ნაციონალური მოძრაობის ჯგუფიც ჩაერთვება ამ პროცესში და საპარლამენტო განხილვებში მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. ეს ვერანაირად გავლენას ვერ იქონიებს ხელისუფლების მიერ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.