გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: სჯობს, ოპოზიცია სპეკულაციებს შეეშვას

15-05-2020

„საგანგებო მდგომარეობა 22 მაისს გაუქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იმთავითვე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა განახლდება“ - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება და შესაბამისად, დაახლოებით 29 ივნისისთვის სამი მოსმენით შესაძლებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება.

„ამ ყველაფერს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. კერძოდ, ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ 21 ივნისს, უკვე პირველი მოსმენით მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, 29 ივნისს კი შეგვიძლია სამი მოსმენით დავასრულოთ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. შესაბამისად, ჩვენი ის ვალდებულება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებით არის ნაკისრი, სრულად შესრულდება უკვე ივნისის ბოლოს. რაც შეეხება ოპოზიციის პოზიციას, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის უპასუხისმგებლობა და იმ შეთანხმების უხეში დარღვევა, რომელიც ჩვენ ერთად ოთხი ელჩის თანდასწრებით გავაფორმეთ. ბუნებრივია, ამას ვერ ექნება ვერავითარი გამართლება და მე მათ ვურჩევ შეეშვან სპეკულაციებს და შეასრულონ მათ მერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​