გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი კახიანი: ნაცმოძრაობის მხრიდან ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ მათთვის ქვეყნის წარმატება სასურველი არ არის

15-05-2020

„მიზეზი, რომელიც ხელს უშლიდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, იყო საგანგებო მდგომარეობა. ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება, პარლამენტი გააგრძელებს კონსტიტუციური ცვლილებების განხილვას“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

მისი ინფორმაციით, თავდაპირველად დასრულდება საყოველთაო-სახალხო განხილვის ეტაპი, ხოლო ამის შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მისივე განცხადებით, ივნისის ბოლომდე შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვის დასრულება.

„რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას ამ პროცესთან მიმართებაში, იმედი მაქვს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები და პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები მხარს დაუჭერენ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების გარეშეც. თუმცა, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებზე იქნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აიღეს ამ შეთანხმების ხელმოწერისას და დღეს გადაწყვიტეს, რომ მას მხარი არ დაუჭირონ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხმების გარეშეც განვახორციელებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. თუმცა მათი მოქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის წარმატება და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათთვის არ არის სასურველი“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.​