გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გაჩეჩილაძე: ნაცმოძრაობა სპექტაკლს დგამს

15-05-2020

„ვფიქრობ, რომ სიტუაცია ხელოვნურადაა შექმნილი „ნაციონალური მოძრაობის“, მისი გარემოცვისა თუ კლასტერის მხრიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის ცდილობდა ნაკლები პოლიტიკური პარტია ყოფილიყო საქართველოში. მათ თავის დროზე, 7% გახადეს საარჩევნო ბარიერი, რითაც მოკლეს ყველა პოლიტიკური პარტია, ამიტომ ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის დაინტერესებული ამ საკონსტიტუციო ცვლილებით. მას უნდა, რომ იყოს მაღალი საარჩევნო ბარიერი. სააკაშვილსა და მის გარშემო მყოფ პარტიებს სურთ რომ პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსი წაართვან. ეს არის რეალობა და მის გვერდში მდგომმა პარტიებმა ეს უნდა გაითვალისწინონ“, - აღნიშნულის შესახებ ტვ „პირველის“ ეთერში ფრაქციის „ქართული ოცნება - მწვანეები“ - თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვერავინ დაიჯერებს საქართველოში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაინტერესებულია ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებით.

„ეს არის დადგმული სპექტაკლი, იმისთვის, რომ მათ მონაწილეობა არ მიიღონ ამ კენჭისყრაში. იქნებ როგორმე ჩავარდეს კენჭისყრა, რომ საერთაშორისო დონეზედაც ხმაური ატყდეს. ეს არის მათი ტაქტიკა“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.​