გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი კახიანი: ჩვენ შეთანხმების ერთგული ვართ

15-05-2020

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელითაც ცნობილი გახდა, რომ დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„ბატონი კახა ოქრიაშვილის მხრიდან ასეთი პოზიცია თავიდანვე იყო ცნობილი და იგი ერთადერთი გახლდათ, ვინც თავიდანვე აცხადებდა, რომ არ აპირებდა ამ ცვლილების მხარდაჭერას, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ უმრავლესობის მხრიდან ექნება ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარდაჭერა. ჩვენ ვართ იმ შეთანხმების ერთგული, რომელსაც საზოგადოების წინაშე ხელი მოვაწერეთ. მისი დამოკიდებულება, ცხადია, ვერანაირად ვერ აისახება უმრავლესობის პოზიციასა და გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.​