გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეზუგბაია: ექვსი ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ცნობილია, ორის წყაროს დასადგენად კი კვლევა მიმდინარეობს

16-05-2020

თბილისის ინფექციური საავადამყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 246 აქტიური შემთხვევაა, 27 მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი 6 ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ცნობილია, ორის წყაროს დასადგენად კი გაღრმავებული ეპიდ-კვლევა მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობას და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ. ახალი 6 ინფიცირებულიდან 4-ის წყარო ცნობილია, საკარანტინო სივრციდან, ანუ არსებული წყაროებიდან არიან და 2 პაციენტის ჩაღრმავებული ეპიდ-კველვა გრძელდება და გაირკვევა მათ კონტაქტები აქვთ თუ არა და შემდეგში მოხსენდება“, – განაცხადა მარინა  ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, არც ერთი მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არ მოუთავსებიათ, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ მათი მდგომარეობა განსაკუთრებული სიმძიმით არ ფასდება და ყველა მათგანი სრულწლოვანია.

შეგახსენებთ: ქვეყანაში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ipress