გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ნიკა მელია: მესამე პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან

16-05-2020

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი ნიკა მელია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ გიორგი რურუა დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან.

როგორც ნიკა მელიამ რევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,  გაერთიანებული ოპოზიციიის ერთიანობამ და ერთსულოვნებამ საერთაშორისო ექო გამოიწვია და ბიძინა ივანიშვილს პოლიტპატიმრების გათავისუფლება აიძულა.

„გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმრები და მძევლები -გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. ალბათ საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ისეთი მკვეთრი და მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება, რაც გამოიჩინა ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელ პერიოდში.

ქართული ოპოზიციის თანმიმდევრულობამ და ერთიანობამ გამოიწვია ის საერთაშოროსო ექო, რომელმაც ოლიგარქი აიძულა გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები. ეს მისასალმებელია. საქართველო აღარ იქნება მარტო ვერცერთ გადადგმულ ნაბიჯში, საერთაშირისო საზოგადოება გვერდში გვიდგას და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას. ამას სჭირდება განვითარება.

გვყავს ხელისუფლება, რომელმაც მთლიანად გაანულა ყველა სახის ნდობა, თუკი აქამდე რაიმე გააჩნდა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

მივმართავ ხელისუფლებას: გაითვალისწინეთ იმ განცხადებაში მოყვანილი თეზები, რომელიც თქვენ გეუბნებათ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს. მესამე პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ipress