გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან დავითაშვილი: ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სიკეთეების შესახებ ინფორმაცია თითოეულ ფერმერამდე უნდა მივიტანოთ

16-05-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდნენ.
„სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ კომპლექსურია და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამდე სწორად მივიტანოთ. ფერმერებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა, დახმარების პაკეტი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა კრიზისული პერიოდის დასაძლევად, მათთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს. ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამები კარგი შესაძლებლობაა თითოეული ფერმერისთვის, მიიღოს მეტი შეღავათი სახელმწიფოსგან, განავითაროს მეურნეობა, რაც, საბოლოოდ, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე, აგროწარმოების ზრდასა და ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აისახება“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებულობის უზრუნველყოფაში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად იმუშავებენ ყველა იმ რგოლთან, რომელიც ფერმერებს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაციას გააცნობს.

როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი გამოწვევები ქვეყანამ ღირსეულად დაძლიოს და კრიზისი მინიმალურად აისახოს თითოეულ ადამიანზე.

„ბოლო წლებში ძალიან სერიოზული დახმარებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, დახმარებების პაკეტი გაიზარდა. ის, ფაქტობრივად, გათვლილია ყველა იმ ადამიანზე, ვინც სოფლად ცხოვრობს და საქმიანობს. აუცილებელია, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად მივიდეს ფერმერებამდე, რაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ყველა რგოლის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეხვედრის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის კუთხით რეგიონებში არსებულ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.