გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

გეტაში კორონავირუსის შესახებ, აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა დარიგდა

16-05-2020

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

მოხალისეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღეს სოფელ გეტაში საინფორმაციო კამპანია გამართეს.

მოხალისეებმა კორონავირუსის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს და აზერბაიჯანულ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო პლაკატები თავშეყრის ადგილებში განათავსეს.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია, აზერბაიჯანულ ენაზე, სოფელ გეტაში ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინო მდგომარეობის გამოცხადებიდან აქტიურად მიმდინარეობს.