გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

რატი იონათამიშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება

16-05-2020

დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება. თუ რომელიმე პარტია მაინც იკადრებს და მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს ვფიქრობ, ეს მათი რეპუტაციისთვის, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო დონეზე იქნება დამაზიანებელი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ - ნუ გველაპარაკება ევროპულ სტანდარტებზე ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული“, - აღნიშნულის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ - თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მოუწოდებს მათ, დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი და შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

„მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, თორემ ამ ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად იქნება განხორციელებული“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.​